Monday, May 9, 2016

ტრენინგის შეჯამება

            2016 წლის 3 აპრიდან 9 მაისის ჩათვლით (სულ 9 დღე) გავიარე ტრენინგი "ინტელის სასწავლო კურსი", რომელიც ჩატარდა ქ. გორის #7 საჯარო სკოლაში. ტრენინგს ხელმძღვანელობდა ქალბატონი ქეთი ცერაძე. ტრენინგი მნიშვნელო-ვანი აღმოჩნდა ჩემი პროფესიული განვითარებისათვის.  ვისწავლე გეგმის შედგენა, პროექტის მიმდინარეობის ეტაპები, შეფასება, ბლოგში მუშაობა. ტრენინგზე გავეცანი ბევრ საინტერესო და ჩემთვის მნიშვნელოვან პროექტებს, რომელსაც მოვარგე ჩემს საგანს. ტრენინგზე მიღებულ ცოდნას მომავალში აუცილებლად გამოვიკენებ ჩემს პრაქტიკაში, რათა სასწავლო პროცესი გავხადო სახალისო და ნაყოფიერი.
             უღრმესი მადლობა ამ შესანიშნავი ტრენინგისთვის ენერგიულ და გულისხმიერ ქალბატონ ქეთის.






ტრენინგის მეცხრე დღე

        ტრენინგზე გავიმეორეთ დრაივში ატვირთვა საქაღალდის. ვისწავლეთ საქაღალდეში შესწორება, საქაღალდის წაშლა, აღდგენა. ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ გააკეთა პრეზენტაცია თავისი პროექტის შესხებ.

Sunday, May 8, 2016

ტრენინგის მერვე დღე

              ტრენიგი დავიწყეთ განმეორებით. ვისწავლეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნა. შემდეგ გადავხედეთ პროექტის პორტფოლიოს. პროექტის პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე შემდეგნაირად: საქაღალდე ავტვირთეთ დრაივში, მივანიჭეთ მისამართი და გადავიტანეთ ბლოგზე

Sunday, April 24, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღე

           ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით. პროექტზე მუშაობისას განვიხილეთ ყველა მოსწავლისა საჭიროების გათვალისწინება. გავეცანით პროექტის მიმდინარეობის ეტაპებს და ვიმუშავეთ გეგმაზე.

Saturday, April 23, 2016

ტრენინგის მეექვსე დღე

           
                                                                  მეექვსე დღე
                     
      ტრენინგის მეექვსე დღეს გავიმეორეთ წინა დღის მასალები. გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციის შექმნის გეგმა, პროექტის მიდინარეობის ეტაპებს.  გადავხედეთ  ჩვენს გეგმებს. გავეცანით შეფასების სხვადასხვა რუბრუკას.

Sunday, April 17, 2016

ტრენინგის მეხუთე დღე

         ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით. შემდეგ გავეცანით საავტორო უფლებებისა და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს. ვისწავლეთ ბლოგზე კომენტარის დაწერა და პასუხის გაცემა. შევქმენით მოსწავლის ბლოგი. ასევე გავეცანით ბლოდის მენიუს, გაჯეტების შექმნას, ბლოგზე სათაურის შეცვლას.

Saturday, April 16, 2016

ტრენინგის მეოთხე დღე

                                                   ტრენინგის მეოთხე დღე

დასაწყისში გავიმეორეთ წინა დღის მასალას. გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს. შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების რუბრიკა. შევქმენით მასწავლებლის პორტფოლიოს პრეზენტაცია, რომელსაც გამოვიყენებთ პროექტების პრეზენტაციის დროს. ვისწავლეთ სურათების ჩასმა ბლოგში.